სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავ უკრაინასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ზეგ 27 სექტემბერია!

მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლაში უკრაინასთან თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ხსენება ვერ გაბედა.
როგორც ზურაბიშვილი წერს, რუსეთის ხსენების თავიდან არიდება განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც 2 დღეში, 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღეა.
“რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავ უკრაინასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ზეგ 27 სექტემბერია!“,- წერს „ფეისბუქ“ გვერდზე მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რითაც ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება