– რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავ უკრაინასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ზეგ 27 სექტემბერია!

მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლაში უკრაინასთან თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ხსენება ვერ გაბედა.
როგორც ზურაბიშვილი წერს, რუსეთის ხსენების თავიდან არიდება განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც 2 დღეში, 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღეა.
“რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავ უკრაინასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ზეგ 27 სექტემბერია!“,- წერს „ფეისბუქ“ გვერდზე მეხუთე პრეზიდენტი , რითაც ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ