სალომე ზურაბიშვილი – რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლონეთზე დრონებით თავდასხმა ევროპელების, ამერიკელებისა და ნატო-ს პირდაპირ გამოცდას წარმოადგენს

რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლონეთზე დრონებით თავდასხმა ევროპელების, ამერიკელებისა და ნატო-ს პირდაპირ გამოცდას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, X-ზე წერს.
დან და ბელარუსიდან პოლონეთზე დრონებით თავდასხმა ევროპელების, ამერიკელებისა და ნატო-ს რეაქციის პირდაპირ გამოცდას და ასევე, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის აგრესიის შეჩერება მხოლოდ ძლიერი ნებითა და ერთიანი პოზიციით არის შესაძლებელი. საქართველო ჩვენი პოლონელი მეგობრების გვერდით დგას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა და პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.