: …როგორ გეშინიათ!

“ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე არაფრისთვის – პლაკატზე წარწერისთვის, რაც მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივი აზრის გამოხატვის ფორმაა. როგორ გეშინიათ!”. – წერს facebook-ზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, .
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ელენე ხოშტარიამ საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა “რუსული ოცნება”. მას პროკურატურა “სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე” 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა.
პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს