სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

“ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას. გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს განგრძობად მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ვალდებულებისთვის ევროპული ფასეულობებისა და განვითარების მიმართ”, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წევრი ქვეყნები ერთმანეთს, როტაციის პრინციპით, 6-თვიანი ვადით ენაცვლებიან. 1 იანვრამდე, მორიგე თავმჯდომარის ფუნქციას უნგრეთი ასრულებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – ვანო თარხნიშვილზე თავდასხმა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინციდენტს – ,,ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯისა და დაშინების საგანგაშო პრაქტიკას ადასტურებს