სალომე ზურაბიშვილი – პოლიტიკურად ამ ტიპის რეპრესიები სისუსტის ნიშანია, ეს არის დასასრულის საწყისი, რეჟიმი მისულია ეტაპამდე, როცა არაფერი ეშველება – პასუხი რეპრესიაზე იქნება ერთობლივი გეგმა

პოლიტიკურად ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, ეს არის დასასრულის საწყისი , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფისში ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მოსამართლემ ბადრი ჯაფარიძესა და ს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 8 -8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს რეჟიმი არის მისული იმ ეტაპამდე, როცა უკვე არაფერი ეშველება.
„პოლიტიკურად ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, ეს არის დასასრულის საწყისი. ყველანი უნდა ვიყოთ მხნედ, როგორც მამუკაც და ბადრიც არიან. ბევრი ვისაუბრეთ ერთად და არიან დიდი შემართებით. ასეც იქნებიან. ვიცით, რომ ცოტა მოთმინება გვჭირდება, მაგრამ ეს რეჟიმი არის მისული იმ ეტაპამდე, როცა უკვე არაფერი ეშველება. გვექნება გეგმა, პასუხი რეპრესიაზე იქნება ჩვენი ერთობლივი გეგმა და ამის შესახებ გექნებათ სრული ინფორმაცია, როცა ამის დრო დადგება. დღეს დრო არის ის, რომ ყველანი ერთად აქ ვიყოთ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ. საზოგადოებამ უნდა გამოუცხადოს ასევე ყველა პოლიტპატიმარსა და სინდისის პატიმარს სოლიდარობა. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვიან დღეს. აღარ გვყავდა მაგალითები და დღეს გაგვიჩნდა ახალგაზრდები და პოლიტიკოსები, როგორც მაგალითები.
მე ვაპირებ, რომ საღამოს, სხვა პარტნიორებთან ერთად გავაკეთო განცხადებები სწორედ ჩვენი პარტნიორების მიმართულებით. ეს კვირა არის ერთ-ერთი დატვირთული კვირა არამხოლოდ ირანი-სა და და -ის მოვლენების შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ხვალ იწყება ნატო-ს სესია. ამ კვირის ბოლოს ევროპული საბჭოსი. ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენი საკითხი არავის უნდა დაავიწყდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას კომისიის სხდომაზე დაბარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს „გახარიას დაჭერაც უნდა“.
„ძალიან უნდათ გახარიას დაჭერაც. მე მიკვირს ერთი რამ – ვიღაცებს აქვთ თურმე უფლება, რომ დისტანციურად ჩაერთონ ე.წ. კომისიაში და ვიღაცას არ აქვს. ეს არის ორსტანდარტიანი… ძალიან გაუგებარია. გვესმის რა ხდება, მაგრამ მაინც გაუგებარია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.