სალომე ზურაბიშვილი – პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ – გზა ევროკავშირისკენ გაგრძელდება ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რომელიც მის შეჩერებას ეცდება

მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების დაბარებას.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ევროპული მომავალი შეუქცევადია და ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, გზა ევროკავშირისკენ გაგრძელდება.
“ქართველი ხალხის სახელით ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ. ჩვენი ევროპული მომავალი შეუქცევადია და გზა ევროკავშირისკენ გაგრძელდება ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რომელიც მის შეჩერებას ეცდება!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია