სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ხვდება

პრეზიდენტი, ორბელიანების სასახლეში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ს და ს ხვდება. როგორც გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის საუბრის თემა მისთვის უცნობია. რაც შეეხება ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნაზე საუბარს, გიორგი ვაშაძის თქმით, ამ საკითხზე ოპოზიციაში იყო მსჯელობა, თუმცა ვარაუდობს, რომ პრეზიდენტთან დღევანდელი საუბრის მთავარი თემა ეს არ იქნება.
„არ ვიცი რას ეხება ეს შეხვედრა. რაც შეეხება კონკრეტულად “სახალხო პარლამენტის” შექმნის ინიციატივას, ჩვენ საუბარი გვქონდა. რა ერქმევა კონკრეტულად ამ ინიციატივას, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ კიდევ. ამაზე გვქონდა საუბარი, თუმცა არ მგონია, რომ დღევანდელი შეხვედრა ამ საკითხს ეხებოდეს. ზოგადად, ორგანიზაციულ, კოორდინაციულ ფორმატზე საუბარი გვქონდა, მაგრამ რა ერქმევა არ ვიცი. არ მგონია სერიოზული იყოს “სახალხო პარლამენტის” პირველ, მეორე და მესამე პუნქტზე ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი. როგორც ვიცი, ეს შეხვედრა ამ საკითხს საერთოდ არ ეხება”, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებები გამართეს კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ