სალომე ზურაბიშვილი – ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას, რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია

საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებით, ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას „ს მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია“. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„[ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
რუსეთმა ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Protothema წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსი სამხედროების სამიზნეს უკრაინის პრეზიდენტის ს კორტეჟი წარმოადგენდა.
აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ის საბერძნეთის დელეგაციისგან 150 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ