სალომე ზურაბიშვილი ნიკა ნარსიას დაკავებაზე – მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ დამორჩილებაზე უარი თქვა – ავტორიტარული რეჟიმები თავისუფალი მოქალაქეების შიშით საკუთარ თავს ყოველთვის ამხელენ

აქტივისტი ნიკა ნარსია პირდაპირ აეროპორტში დააკავეს – გზის გადაკეტვის გამო „ჯარიმებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, X-ზე წერს.
„აქტივისტი ნიკა ნარსია პირდაპირ აეროპორტში დააკავეს – გზის გადაკეტვის გამო „ჯარიმებისთვის“. მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ დამორჩილებაზე უარი თქვა. ავტორიტარული რეჟიმები თავისუფალი მოქალაქეების შიშით საკუთარ თავს ყოველთვის ამხელენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ნიკა ნარსია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ნიკა ნარსია არ დასწრებია.
დღეს, სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის ქვეყანაში შემოდიოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია