მე ქართველი ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა NPR-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, თუ როდის მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ კურსის ანტიდემოკრატიული ცვლილება, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს სხვადასხვა ეტაპით ხასიათდება“.
„ყოველთვის ისმის კითხვა: არის ეს ის, რაც ადრე ვერ შევამჩნიეთ და შეგვეძლო თუ არა, რომ თავიდანვე შეგვეჩერებინა? მე ვიტყოდი, რომ რეალური ცვლილება 2022 წელს მოხდა. ეს მოხდა უკრაინის ომით და რუსეთის მხარდაჭერით. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და სანქციებს მხარი არ დაუჭირეს. ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბატონი ივანიშვილის მკაცრი გამოსვლებით, როდესაც დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მეშვეობით რუსეთის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში ადანაშაულებდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, „ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტია“.
„ამის ორი მნიშვნელოვანი მიზეზია. პირველი ის, რომ მე ხალხს წარმოვადგენ და მათ ნებას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებული პროდასავლური გზა გააგრძელონ. მეორე, მე წარმოვადგენ ქართველი ხალხის კიდევ ერთ სურვილს, რაც გულისხმობს ოპოზიციის გაერთიანებას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
