სალომე ზურაბიშვილი – მადლობა პრეზიდენტ პაველს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის

მადლობა პრეზიდენტ პაველს საქართველოს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ პეტრ პაველთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა.
„მადლობა პრეზიდენტ პაველს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარე კვირაში საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველით. საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ჩვენს ერებს შორის ურყევ კავშირს აღნიშნავს“, – წერს X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ, 12 დეკემბერს დაასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!