სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტმა მიიღო

“ძალიან სასიამოვნო იყო შევხვედროდი საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რიგის სასახლეში. მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ლატვიის ძლიერი მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ”, – დაწერა ლატვიის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ X-ზე და პოსტს დაურთო სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო.
ედგარ რინკევიჩთან შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც.
“შევხვდი პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი. გმადლობთ, რომ ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგახართ!”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიის ქვეყნებში 25 მარტს, ვილნიუსიდან დაიწყო, სადაც ის ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა და ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო