სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პარლამენტის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცასთან და სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ინარა მურნიე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა კალნინა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მდივანი, იურის ვილუმსი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ედმუნდს ცეპურიტისი.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..