ლაზარე გრიგორიადისს იწყალებს

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს პრეზიდენტი მის შეწყალებას აპირებს.

“გადაწყვეტილება მივიღე დღეს დილით, 10 საათზე, არ დაველოდე არც არავის მოწოდებას. ასე რომ, ვერავინ ჩაითვლის ქულებს. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, არის პროცედურები.

გადაწყვეტილება არის მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე. ამაზე ვფიქრობდი რამდენიმე დღე, თუმცა სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მანამდე ვერაფერს გადავწყვეტდი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა