სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს და მარტა კოსს თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, კაია კალასს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
„გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე შთამაგონებელია კიდევ ერთი ლიდერი ქალი, საქართველოს ძვირფასი მეგობარი და ჩვენი ევროპული გზის მხარდამჭერი, როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
„ვულოცავ კაია კალასს რთულ საერთაშორისო ლანდშაფტში ნავიგაციისთვის ახალი პერსპექტივების და ძლიერი ხელმძღვანელობის შემოტანას“, – წერს პრეზიდენტი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მარტა კოსს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.
„ვულოცავ მარტა კოსს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისრის პოსტზე დანიშვნას. გადამწყვეტი როლი ევროკავშირის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ქართველები იბრძვიან თავიანთი ევროპული ხმის დასაცავად. წარმატებებს ვუსურვებთ მას ინტეგრაციის კუთხით წინსვლაში. დარწმუნებული ვარ, , მოლდოვა და საქართველო მალე გაერთიანდებიან ევროკავშირის ოჯახის ქვეშ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“