სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუ Foreign Policy-სთან – რა არის ცვლილების ყველაზე სავარაუდო სცენარი?

“ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც ებრძვის საქართველოს ჰიბრიდული ინსტრუმენტებითა და რბილი ძალით” – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის აზრით, “ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ძალიან უნდა ანერვიულებდეთ ის, რომ  ტესტავს რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალის გამოყენებით”.

საქართველოს მეზუთე პრეზიდენტის თქმით, ხალხის მხრიდან წინააღმდეგობა უნდა იყოს და “ეს წინააღმდეგობა უკეთ უნდა იყოს მხარდაჭერილი გარედან, საქართველოს პარტნიორებიდან”.

ჟურნალისტი: რა არის ცვლილების ყველაზე სავარაუდო სცენარი? რადგან იყო მასობრივი საპროტესტო აქციები, მაგრამ მათ არ მოჰყოლია ის შედეგი, რასაც ხალხი ელოდა. შესაძლოა, ქუჩის პროტესტი არ არის სწორი გზა ამ შემთხვევაში?

: ჩვენთვის მხოლოდ ორი სცენარია ცნობილი: , დიახ და ქუჩის საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე არ მიხვალ. მეორე ალტერნატივა არის აჯანყების რაიმე სხვა ფორმა, რაც საქართველოს ტრადიციებში არაა. 

წინააღმდეგობა უნდა იყოს. და ეს წინააღმდეგობა უკეთ უნდა იყოს მხარდაჭერილი გარედან. თუმცა იგულისხმება არსებითად მორალური მხარდაჭერა, რადგან კიდევ რა შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს დღეს გააკეთონ? ეს ნიშნავს, რომ მათ უკეთ უნდა გაიგონ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც ებრძვის საქართველოს ჰიბრიდული ინსტრუმენტებითა და რბილი ძალით.

ჩემი აზრით, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ძალიან უნდა ანერვიულებდეთ ის, რომ რუსეთი ტესტავს რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალის გამოყენებით. ახლა მათ აქვთ რბილი ძალის ყველა ინსტრუმენტი. მათ აქვთ სოციალური ქსელები, კიბერშეტევები. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, ნაზავია – ფული, თუნდაც ეს არ იყოს მოქმედების მთავარი ინსტრუმენტი, არამედ ფული იმისთვის, რომ ჰყავდეთ ჯგუფები, რომლებიც მათთვის მოქმედებენ.