სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ზურაბიშვილმა სტოლტენბერგთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე ისაუბრა:
“პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს”.
უწყების ცნობითვე, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის შესახებაც ისაუბრეს.
“საუბარი შეეხო ში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობასა და საჭიროებას. ასევე, უკრაინის ომისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მხარეემს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მანამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, პრემიერ ირაკლი სთან ერთად პრესკონფერენცია გამართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ბაქოდან ჩამოვიდა და თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში