“თეატრალური ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია!
ინსტიტუტის რექტორი შალუტაშვილი მახსენდება იმით, რომ მარო მაყაშვილის შთამომავლობით თავს იწონებდა. ის ვერ გაიაზრა, რომ დღეს გარიცხული სტუდენტები მარო მაყაშვილის ნამდვილი შთამომავლები არიან, თვითონ კი მისი მკვლელი ბოლშევიკების შთამომავლად იქცა!” – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.