სალომე ზურაბიშვილი – ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას – მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ უწყვეტ მხარდაჭერას

პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ. ამ მნიშვნელოვან როლში წარმატებებს გისურვებთ. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გუშინ გახდა და იგი ევროკავშირის საბჭოს მომდენო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი – ასი კაცი წავიდეს პარიზში, ბერლინში, გადაკეტონ ცენტრალური „პროსპექტი“ და რით დამთავრდება, ვიხილავთ – ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი“ აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო