: ველოდები ემანუელ მაკრონს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი,  დამოუკიდებლობის დღისთვის ქვეყანაში მოიწვია.

„მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ახლა სასწორზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მომავალი დევს.

„სასწორზე მხოლოდ საქართველო არ დევს, ეს არის საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენის მენტალიტეტიდან კავკასიის საბოლოოდ დახსნის საკითხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემასთან საუბარში.

პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გამოეხმაურა და აღიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ისტერიულად ეძებს ადგილს ახალი კალედონიისთვის.

„როგორც ჩანს, ელისეის სასახლეში ისტერიულად ეძებენ ახალ ადგილს ახალი კალედონიისთვის, აკეთებენ რა არჩევანს საქართველოსა და სომხეთს შორის“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ