„ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი , საქართველოში ჩამოსულ პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვის აქცია-პერფორმანსს ზაარბრიუკერის ხიდზე შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად არიან მისი ოჯახის წევრებიც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ერთობის ჯაჭვი პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებმა და მხარდამჭერებმა დაგეგმეს, ქართული ოცნების გადაწყვეტილებიდან – შეწყვიტოს ევროპასთან დაახლოების პროცესი – ერთი თვის თავზე. „ერთობის ჯაჭვს” ორი მოთხოვნა აქვს დაინიშნოს ვადამდელი და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები.
ცოცხალი ჯაჭვი თბილისის გარდა, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქშია დაგეგმილი. დედაქალაქში ადამიანები ცოცხალ ჯაჭვში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე ტერიტორიაზე მანძილზე ჩაებმებიან. ჯაჭვს სხვადასხვა ლოკაციაზე უერთდებიან პოლიტიკოსებიც.
ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოსული ათასობით დემონსტრანტი აპროტესტებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩერონ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე, მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს, დემონსტრანტებზე ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დასჯას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)