დღეს შეხვედრებს ლატვიაში გამართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ბალტიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დღეს, შეხვედრას ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, შეხვედრები გაიმართება ლატვიის სეიმის სპიკერთან, სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან და საგარეო კომიტეტის წევრებთან.
სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებს, სადაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებს.
გარდა ამისა, დაგეგმილია ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო