დღეს ბათუმში აქტივისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი „ბათუმელების” დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის „ბათუმელების“ რედაქციას ეწვევა, სადაც მასთან ინტერვიუ შედგება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ასევე, საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებულ აქტივისტებთან და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრებთან.
სალომე ზურაბიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებსაც მიმართავს, რის შემდეგაც, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება