გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს, ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ,,ქართული ოცნების“ მზარდ, რეპრესიულ პოლიტიკას სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი და კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ.
„შეხვედრისას საუბარი ასევე, შეეხო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ახალი არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნასა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ მშვიდობიან გზას წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგასთან საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ერთიან პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო