სალომე ზურაბიშვილი – გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, არის არალეგიტიმური – ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი და არის ჩვენი დასაცავი

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ სთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა არის არალეგიტიმური, არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეს ჩვენი მიწებია, რომელიც ჩვენი დასაცავია.
“ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, არის არალეგიტიმური, არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად და ამიტომ ეს არის ჩვენი დასაცავი. ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველდღიურად, ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს არალეგიტიმური ნაბიჯები არ გახდეს რაღაცა დე-ფაქტო ნაბიჯები,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.

ასევე დაგაინტერესებთ