სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

პრეზიდენტი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დებატებში იწვევს. ს განცხადებით, აქვს კონკრეტული კითხვები, რატომ გაუშვა და დააბრუნა ღარიბაშვილი თანამდებობიდან, რატომ დანიშნა პრემიერად და საერთოდ, რას ერჩის ივანიშვილი საქართველოს.
„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და დებატებში ვიწვევ. მე პირადად არ შემხვდება. დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი. სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, მაშინ მოვიდეს და დებატებში გავარჩიოთ.
მე არაფერი მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ, საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახნას ზოგიერთი პოზიცია. ახსნას ზოგიერთი პოზიცია, რატომ გაუშვა ორჯერ კორუმპირებული პრემიერი და ვიცით, რომ ნაწილობრივ კორუფციის გამო.. მერე აბრუნებს, მერე კიდევ ახალ თანამდებობაზე სვავს, მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს როგორც პრემიერად.
რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც, ასე რომ, ერთი კაი დებატი მგონი, გველოდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა