სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას

ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ არჩევნებზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს: ევროპა თუ .
პრეზიდენტმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას ვეტოს დაადებს, თუმცა კანონი სიმბოლურია.
„ეს კანონი სიმბოლოა, რეალურად კი არსებობს არჩევანი, გადაწყვეტილება, ეგზისტენციალური არჩევანი, რომელი საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევნების დროს: ევროპა თუ რუსეთი. რაც არ მიიღება საქართველოს მთლიანი მოსახლეობის მიერ არის ის, რაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ორი დღის წინ – გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები, არიან მტრები, არიან აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ