სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტს და ევრაზიის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი -ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტს და ევრაზიის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” საქართველოს, მისი საზოგადოებრივი ძალებისა და პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია. ისინი მზად არიან, დაგვეხმარონ ახალი ს ჩასატარებლად იმ პირობების შექმნაში, რაც გარანტიას მოგვცემს, რომ შემდეგი არჩევნები სამართლიანი იქნება. მათი მხრიდან არის დახმარების მზაობა. ჩვენ მათ უნდა წარვუდგინოთ ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებისთვის, ახალი ძალებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მისაღები იქნება. ამაზე სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. ეს მოკლევადიანი გეგმაა, რომ ერთად მოვამზადოთ არჩევნები. მხარდაჭერა არსებობს – ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიში არჩევნებზე, რომელიც გაყალბების საკითხზე ძალიან მკაფიო იყო. მათ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები აქვთ, რითიც ასევე შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ.” – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის პრესსპიკერი – პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია – ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, ევროპული მომავლისთვის იმუშაონ

ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით