სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და თავდაცვის მომავალ მდივანს პიტ ჰეგსეტს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, -ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„მადლობელი ვარ ორი დიდებული პატრიოტის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრისთვის, რათა აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა დაიცვან და ივანიშვილის ტირანული რეჟიმი დაამარცხონ“, – წერს ჯო უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტსაც შეხვდა.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მომავალ თავდაცვის მდივან, პიტ ჰეგსეტს შორის შეხვედრა შესანიშნავი იყო. მშვიდობა ძალის მეშვეობით დაბრუნდა“, – წერს ჯო უილსინი.
ჯო უილსონის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ს შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს გააცნო.
„მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს წარვუდგინე. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში უამრავი სიკეთის გასაკეთებლად მუშაობენ“, – აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.