სალომე ზურაბიშვილი – არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება, თუ საზოგადოების სრული მობილიზაციაა – ინდიფერენტულობა არ შეიძლება, ეს დანაშაულია ქვეყნის მიმართ

ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს ძალიან ცუდ პირობებში იგებენ, ადვილი არჩევნები, პრაქტიკულად, არ გვქონია, მიუხედავად ამისა, არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება, თუ საზოგადოების სრული მობილიზაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც მან „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიღებაზე გამოსვლისას აღნიშნა, საარჩევნო პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს და „ინდიფერენტულობა დანაშაულია ქვეყნის მიმართ, რომელიც ამის ღირსი ნამდვილად არ არის“.
„არჩევნებისთვის ამომრჩევლების დიდი მობილიზაციაა საჭირო, ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს ძალიან ცუდ პირობებში იგებენ, ადვილი არჩევნები, პრაქტიკულად, არ გვქონია. გარდა სულ დასაწყისისა, მაშინ 1918 წელს უნდა დავუბრუნდეთ. მიუხედავად ამისა, არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება, თუ საზოგადოების სრული მობილიზაციაა. ეს ყველას პასუხისმგებლობაა და ვთქვი, რომ მეც მაქვს პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად მივმართო ყველას, რომ ჩაერთონ. ეს არის მათი მომავალი, მათი შვილების მომავალი და ინდიფერენტულობა არ შეიძლება. ეს არის დანაშაული ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც ამის ღირსი ნამდვილად არ არის. ეს მობილიზაცია, პირველ რიგში აქაურ საზოგადოებას ეხება, მაგრამ ეხება დიასპორასაც, რომელიც აქამდე ძალიან ინერტული იყო. რაც არ უნდა შორს იყო და რაც არ უნდა დიდხანს, მაინც გაინტერესებს შენი ქვეყნის ბედი და გაინტერესებს, რომ შენი ქვეყანა ოკუპანტს ხელში არ ჩაუვარდეს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ცაგარეიშვილი – 2030 წლისთვის საქართველოს ნავსადგურებში თავს მოიყრის გაზრდილი ტვირთნაკადი, რომლის ათვისებაც აუცილებელია განხორციელდეს საქართველოში დაარსებული საზღვაო ფლოტის და ქართული დროშით მცურავი გემების საშუალებით