– არავის აქვს იმის იმედი, რომ “ოცნებას” რაიმე უნარი აქვს გარდაიქმნას, ისე ღრმად არის ჩაჭედილი რეჟიმში, რომელიც რეალურად დიქტატურაა, ძნელი წარმოსადგენია გონზე მოვიდეს – ბოლოს მაინც ხალხი იმარჯვებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს უნარი გარდაიქმნას და “გონზე მოვიდეს”.
კერძოდ, მისი თქმით, არავის აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს რეალურად გააცნობიეროს არსებული ვითარება ან გარდაიქმნას, რადგან იგი, ზურაბიშვილის შეფასებით, ღრმად არის ჩამჯდარი რეჟიმში, რომელიც ფაქტობრივად დიქტატურას წარმოადგენს, თუმცა საბოლოოდ ხალხი გაიმარჯვებს.
“შეკრების მიზანი არ არის , რომ “ოცნებამ” რამე გაიგოს. არავის აქვს იმის იმედი, რომ “ოცნებას” აქვს რამე უნარი გაიგოს და გარდაიქმნას. ისე ღრმად არის ჩაჭედილი რეჟიმში, რომელიც რეალურად დიქტატურაა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია “გონზე მოვიდეს”. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშვიდობიანი პროტესტი არ უნდა გაგრძელდეს. დღეს თუ არა ხვალ მაინც იმარჯვებს ხალხი. ვნახეთ ვენესუელაში, ვუყურებთ რა ხდება ირანში, ყველგან, სადაც ხალხი დაპყრობილია რეჟიმის მიერ, მით უმეტეს, ს ტიპის რეჟიმის მიერ, ბოლოს მაინც ხალხი იმარჯვებს. ეს არის ჩვენი მომავალი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.