აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას – ანრი ოხანაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ხმაშეწყობილად მოქმედებს სააკაშვილთან. მათ აქვთ დაგეგმილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის ერთობლივი კამპანია, რათა ეს დაუდონ საბაბად შემდგომ არჩევნების დელეგიტიმაციას, ამიტომ ეს არის შეთანხმებული, ერთად მართული, ორკესტრირებული პროცესი ზურაბიშვილისა და სააკაშვილის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების ჩატარებისთვის არსებობს შესაბამისი წესები, რომელთაც უნდა დაემორჩილონ სალომე ზურაბიშვილიც და სხვებიც.
„ასევე, უნდა ითქვას, რომ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. მან დაარღვია ქვეყნის ძირითადი კანონი და აგრძელებს კანონის დარღვევას, როდესაც წარმოუდგენია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მას ექვემდებარება. ვფიქრობ, ეს მან იცის, თუმცა მიზანმიმართულად ახორციელებს ამას იმ კამპანიის ფარგლებში, რაც დაგეგმა სააკაშვილთან ერთად, ყოველ შემთხვევაში, დააგეგმვინეს ეს პროცესი. არჩევნების ჩატარებისთვის არსებობს შესაბამისი წესები და სალომე ზურაბიშვილიც და ყველა სხვაც უნდა დაემორჩილონ ამ წესებს. ეს არის გაუმჯობესებული წესები, რომლითაც კიდევ უფრო გამჭვირვალეა პროცესები, მეტად უზრუნველყოფილია დამკვირვებლების მეტი რაოდენობა და არავითარი სივრცე არ დარჩება არჩევნების მიმართ კრიტიკისთვის. ეს პროცესი აწყობთ რადიკალურ ჯგუფებს, რომელთაც ხელმძღვანელობს და სათავეში ჩაუყენეს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილის კომპეტენცია არ არის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კამპანიების წარმოება. სალომე ზურაბიშვილი ცდება თავის მანდატს და მიზანმიმართულად კიდევ არღვევს კონსტიტუციას. მას ეს დავალებული აქვს, მიზანმიმართულად აკეთებს, რათა შემდგომ თქვან, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ამის საბაბად დაასახელონ, ვითომ წინასაარჩევნო კამპანიები არ იყო სათანადოდ წარმართული, თითქოს საინფორმაციო კამპანია არ აწარმოვა ცესკო-მ, თითქოს საზღვარგარეთ არასაკმარისი საარჩევნო უბნები იყო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
Next: სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში