სალომე ზურაბიშვილის მიერ პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება, რომ მას გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს

პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ფაქტები და თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას.
„იყო ცარიელი ბრალდებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. როდესაც მიდიხარ პროკურატურაში, გიწევს ფაქტებით საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი აქვს სასაუბრო ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას.
ეს ადამიანი და ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ, რასაც იტყვის ვაშინგტონი ან ბრიუსელი, ყველაფერი არის ბიბლია და უნდა აღიარო, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. მას მოუწოდა -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მიეცა ჩვენება, თუმცა ამაზეც უარის თქმა მოუწია, იმიტომ, რომ შერცხვებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოუწევდა პროკურატურაში მისვლა სრული სიცარიელით, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე. ამიტომ, მისთვის ეს იძულებაა, რომ ვერ თანამშრომლობს პროკურატურასთან. არ უნდა, შეიქმნას რეპუტაციული პრობლემა თანამშრომლობით“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას