სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვა: “ყველანი ვალდებულები ვართ, კვირას ვიყოთ ერთად – პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ”

თვით პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო იქ, ესეც იქ­ნე­ბო­და ერ­თო­ბის ნი­შა­ნი, ამ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის მიღ­მა, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის სურ­ვილს და მის მთა­ვარ გზავ­ნილს – ერ­თო­ბას, მშვი­დო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მას.

“ყვე­ლა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ კვი­რას ვი­ყოთ ერ­თად, არ ვიცი ვის შეგ­ვეს­ვლე­ბა. ალ­ბათ, თვით პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო იქ, ესეც იქ­ნე­ბო­და ერ­თო­ბის ნი­შა­ნი, ამ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის მიღ­მა და ეს იყო მისი მთა­ვა­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რა­საც უნდა გა­ვუ­წი­ოთ ან­გა­რი­ში. სა­დაც არ უნდა ვი­ყოთ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ვის ექ­ნე­ბა საშ­ვი და ვის არა, კვი­რას ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თნი უნდა ვი­ყოთ, რად­გან ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი ნი­შა­ნი იმის, რომ ჩვენ მას პა­ტივს ვცემ­დით და გა­ვი­გეთ, რის­თვის იყო მო­სუ­ლი ჩვენ შო­რის და რა იყო მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი.

ასე­ვე ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს იმ დღეს გა­დად­გმუ­ლი, უნდა იყოს მი­ძღვნი­ლი ერ­თო­ბის, მშვი­დო­ბის და ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლის­კენ. ეს იქ­ნე­ბა შე­წყა­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ სხე­დან ცი­ხე­ში, ეს პატ­რი­არ­ქმა ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და, შე­იძ­ლე­ბა ვე­ღარ ამ­ბობ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და. ამ დღის­თვის მისი სურ­ვი­ლი ალ­ბათ ასე­თი იქ­ნე­ბო­და, რომ არა­ვინ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ვი­საც არ ექ­ნე­ბო­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მის­თვის პა­ტი­ვი მი­ე­გო, მო­სუ­ლი­ყო სა­მე­ბა­ში. ყვე­ლა­ნი ვართ მისი შვი­ლე­ბი და ამის­თვის ვართ მად­ლი­ე­რე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: ქართული ეკლესია, მისი ავტოკეფალიით, ქართული ენის შენარჩუნებით, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლით – რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. მსხვერპლიც ბევრი გაიღო, ბევრიც იბრძოლა