სალომე ზურაბივშილი: „გამარჯვება თქვენია!“

საქართველოს პრეზიდენტი ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლისთავს ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა. სალომე ზურაბივშილის თქმით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხვა.
„ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!“ – ამბობს მიმართვაში, რომელიც 2024 წლის 24 თებერვალს გამოქვეყნდა.
· 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაიანის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის“. რამდენიმე წუთში საჰაერო და სარაკეტო იერიშები დაიწყო უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც. ამას მოჰყვა სახმელეთო შეჭრა რამდენიმე მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტ მ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 18-დან 60-მდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის, რომლებსაც აეკრძალათ ქვეყნის დატოვება. რუსეთის შეტევა თავდაპირველად დაიწყო ჩრდილოეთის ფრონტზე ბელარუსიდან ს მიმართულებით, სამხეთის ფრონტზე დან, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტსა და აღმოსავლეთის ფრონტზე დონეცკისა და ლუჰანსკიდან. მარტის განმავლობაში რუსეთის წინსვლა კიევის მიმართულებით უშედეგო იყო. მძიმე დანაკარგებისა და ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსეთის ძალებმა კიევის ოლქი დატოვეს 3 აპრილს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა – განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება