“სალომე ბიზინას პროექტი არისო – არა და ყველაფერი ელემენტალურად არის” – ანდრო გაბისონია

ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი საქართველოში ანდრო გაბისონია:

დაგენაცვლეთ ლოგიკაში, სალომე ბიზინას პროექტი არისო და ალბათ ამიტომ დადიოდა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და ხან მაკრონებს და ტრამპებს ხვდებოდა, ხან მანდ ტელევიზიებში და საკუთარი დიდი წვლილიც შეიტანა ბიზინას დასანქცირების საერთო საქმეშიც. დღეს არ მაინტერესებს ბავშვობაში ვინ იფსავდა, ვინ ლაპარაკობდა ქართულად უკვე დაბადებიდანვე, თან დანა ჩანგალის ხმარებაც უკვე მეორე დღეს შეეძლო, ერთს ვიტყვი, რომ არა მაგი, ანუ ფორმალური ლეგიტუმური პრეზიდენტი და ახალი თაობა, დღეს ყველას ეკიდებოდა რუსული ბანანის რესპუბლიკა გრუზია თავისი უსუსტესი ნარცისი “ოპო” სპექტრიანად. ს მერე იყო მცდელობა ოდირის მიერ ლეგიტიმაციის მინიჭების, თუ ვერ დაინახეთ ეს? რომ არა ის ყველაფერი რაც მერე დაიწყო და გაკეთდა ფორმალური პრეზიდენტის მხრიდან, მერე შეცვალეს უკვე და დაწერეს ის რაც თავიდანვე უნდა დაეწერათ. მართლა დანის პირზე გაიარა ქვეყანამ და აწი ვინც კონსპიროლოგიას დასდევს ამ შემთხვევაში, თავად გადით და მაგალითები დადეთ, სელფები არა ოღონდ. ძველ ოპოებს კი კონკურენტი გამოგიჩნდათ, თუ არ შეხვალთ ახალ მატარებელში და ერთად არ გაიყვანთ ქვეყანას ამ უბედური სადგურიდან, ან დარჩებით რუსულ ტავარნი ბოლო ვაგონში. დღეს მსოფლიო ლიდერშიფი საქმეს იკავებს და დაიკავებს მხოლოდ ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, ითქვა ეს უკვე მილიონჯერ. ის კი არა, აქტს (ანუ კანონს) ღებულობენ რომ სალომე რჩება ერთად ერთ ლეგიტიმურ პერსონად და აიკრძალოს არალეგიტიმურ პერსონებთან ყოველგვარი ურთიერთობა კანონის ძალით(!), ხოო.. მაგარი ტრიუკი ჩაატარა ბიზინამ, ჩემმა მზემ! არა და ყველაფერი ელემენტალურად არის – სალომემ გაუსხა ოცნებას, სხვათა შორის ისევე როგორც მანამდე სხვამაც. სადღაც ვიხუმრე, ყაველამაც რომ გაუსხას ეხლა ამათ… დაიხოცა ხალხი სიცილით. ამ ეტაპზე მე ჯერ არ ველი რომ გამოჩნდება 200 ხმალამოღებული ჯვაროსანი და მუსრს გაავლებს მომხვდურთ, არა. იქნება ჯერ კიდევ მაქსიმალურად მშვიდობიანი გზა, შესაძლო მაქსიმალური ეფექტურობით და მინიმალური ზარალით. საქართველოს დასავლეთი აღარ გაუშვებს ხელიდან, ეს უკვე სახეზეა და ამას მარტო ოცნება ვერ ხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია პია კაუმას – მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს – ივანიშვილის რეჟიმის ხელში არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენონ