ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ასათიანი: უკრაინის ბრძოლის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მხოლოდ უკრაინის მიმართ არ არის. ეს მიმართება აგდებულად უყურებს ბევრად უფრო უნივერსალურ ამბებს

სალომე ასათიანი: უკრაინის ბრძოლის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მხოლოდ უკრაინის მიმართ არ არის. ეს მიმართება აგდებულად უყურებს ბევრად უფრო უნივერსალურ ამბებს
უკრაინის ბრძოლის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მხოლოდ უკრაინის მიმართ არ არის. ეს მიმართება აგდებულად უყურებს ბევრად უფრო უნივერსალურ ამბებს - უსამართლობასთან ბრძოლას, იმპერიალიზმთან დაპირისპირებას, სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, სიმამაცეს, ან - საერთოდაც - პატრიოტიზმს.
ამ ბრძოლაში მოსკოვის წარმატებით მოგვრილი სიხარული ნიშნავს დიდის მხრიდან შედარებით პატარის დაჩაგვრით მიღებულ სიამოვნებას. ეს დამოკიდებულება ნიშნავს ვნებას ძალადობრივი, ანტიჰუმანური, ოლიგარქიული, ფაშისტოიდური პოლიტიკის მიმართ - ისეთის, როგორსაც ამჟამინდელი რუსეთი განასხეულებს.
ჩვენივე გამოცდილების ფონზე - წესით - ამ ვნების ასე ღიად ამოფრქვევა წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს ასეთია რეალობა. ამიტომ ამ ბანალური სათქმელის გამეორებაც გვიწევს. რადგან ამ რეალობას მკაფიოდ უნდა ვხედავდეთ - რომ ეს საბაზისო ღირებულებების ამბავია, და არა ერთ, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან და მწვავე ბრძოლასთან დამოკიდებულების.
🔖 ჟურნალისტი სალომე ასათიანი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.