სალივანი აპირებს შეხვდეს აშშ-ის კონგრესის მაღალი დონის წევრებს რუსეთის მხრიდან ახალი საფრთხის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით

-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, ჯეიკ სალივანი 15 თებერვალს მართავს ბრიფინგს კონგრესის მაღალი რანგის წევრების ჯგუფთან, ს ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ცნობების გარშემო.
მედიამ გაავრცელა კრემლის მიერ უარყოფილი ინფორმაცია დაზვერვის ახალი მონაცემების შესახებ, რომელიც შეიძლება საერთაშორისო საფრთხეს წარმოადგენდეს.
სალივანის საუბარი კონგრესმენებთან შედგება ერთი დღის მერე მას შემდეგ, რაც მაიკ ტერნერმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ , განაცხადა “ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული საფრთხის” შესახებ.
მას დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა ამერიკული მედია დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საკითხი ეხება რუსეთის ახალ შესაძლებლობებს, რომლის განვითარებასაც ის ცდილობს კოსმოსური იარაღის სფეროში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს