სალიბას გრანდების რიგი დაუდგა – “სიტის” ტრანსფერის განხორციელება ამ ზაფხუსლვე სურს

DefensaCentral-ის ინფორმაციით, “არსენალის” 24 წლის ფრანგი მცველის უილიამ სალიბას შეძენა ორ მსოფლიო გრანდს მანჩესტერ “სიტისა” და მადრიდის “რეალს” სურთ.
“ბლანკოსს” ფეხბურთელის უფასოდ წაყვანა უნდოდა, როდესაც 2026 წლის ზაფხულში მას “მეთოფეებთან” კონტრაქტი ამოეწურებოდა, მაგრამ საქმეში პეპ გვარდიოლას გუნდი ჩაერთო, რომელსაც გარიგების გაჩარხვა ახლავე სურს.
ბრიტანულ მედიაში იწერება, რომ ჩაგდებული სეზონის შემდეგ, “სიტი” ჯიბეზე ხელს გვარიანად გაირტყავს და ძირითადად, უკანა ხაზის გაძლიერებაზე იზრუნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელები ახალი მეკარის დამატებასაც აპირებენ და ამას “ესპანიოლის” კარის დარაჯით 23 წლის ესპანელი ჟოან გარსიათი გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში