სალაჰი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

“ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი კარიერას ს პროლიგაში გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ეგვიპტელი და “მერსისაიდელთა” ხელმძღვანელები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებსაც კი არ გამართავენ.
გამოცემის ინფორმაციით, სალაჰის დამატებით 4 არაბული კლუბი – “ალ იტიჰადი”, “ალ ნასრი”, “ალ ჰილალი” და “ალ აჰლი” ინტერესდებიან, ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდზე შეაჩერებს არჩევანს 32 წლის შემტევი.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში სალაჰმა “ლივერპულის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 28 მატჩი გამართა, თავი 21 გატანილი გოლითა და 17 საგოლე პასით გამოიჩინა.