საკუთარ ქალიშვილზე სექსუალურად ძალადობდა – “აიაქსის” ყოფილი ფეხბურთელი გაასამართლეს

მაროკოული წარმოშობის ყოფილი მარცხენა გარემარბი, 49 წლის ნიდერლანდელი ტარიკ ულიდა საკუთარ ქალიშვილზე სექსუალური ძალადობის გამო გაასამართლეს, – იტყობინება “ტელეგრაფი”.
ულიდა თავის ქალიშვილთან საწოლში დაწვა, სხეულის ინტიმურ ადგილებზე ეფერებოდა და სექსუალურად ძალადობდა.
ესპანეთის ქალაქ მარბელას სასამართლომ ულიდას 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ ის 4.2 წელი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, 10 წელი ესპანეთში ჩასვლა და ქალიშვილის და მისი გარემოცვის ნახვა აეკრძალება. განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ის ადრე მადრიდში თაღლითობისთვის იყო დაპატიმრებული.
ულიდა ამსტერდამშია დაბადებული, 1992-1995 წლებში “აიაქსში” თამაშობდა, გუნდთან ერთად
ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 1995-1998 წლებში “სევილიას” ღირსებას იცავდა, ფეხბურთელის კარიერა კი 2004 წელს 30 წლის ასაკში დაასრულა.