საკრებულომ იპოდრომთან, 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ იპოდრომთან, “ქართუ ფონდის” მიერ გაყიდულ 80,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე 79-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას მხარი დაუჭირა. პროექტის დეველოპერია “ცენტრალ პარკ ავენიუ”, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდისგან 2023 წლის ოქტომბერში შეიძინა. აღნიშნული კომპანიის აქციონერი Wissol ჯგუფია.
პროექტის თანახმად, ადგილზე 7 კორპუსის მშენებლობა იგეგმება. მათ შორის ყველაზე მაღალი ნაგებობა 79 სართულიანი იქნება და მისი სიმაღლე 259 მეტრით არის განსაზღვრული.
მოქალაქეები იპოდრომის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგები არიან და დახმარებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…