საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პირველი ფორუმი მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პირველი ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა და ევროპის საბჭოს პროექტი.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელმა.
ფორუმში მონაწილეობს 20-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი. ღონისძიება ორ სესიად იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტიტუციის დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატიული წყობა და სამართლებრივი სახელმწიფო მყარ საფუძველზე დგას