საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, სკანდალური პროცესის დაწყებამდე, თანამდებობა დატოვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი თანამდებობიდან ვადამდე გადადგა. სასამართლოს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ის საკუთარი თხოვნით გათავისუფლდა თანამდებობიდან 2025 წლის 20 ოქტომბრიდან.
გადადგომა თანხვედრილია იმ პერიოდთან, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობამ უნდა შეიტანოს სარჩელი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ.
ირინე იმერლიშვილი ერთ-ერთი იყო იმ მოსამართლეთაგან, რომელთა მიმართაც ლიეტუვამ სანქციები 2024 წლის აპრილში დააწესა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 2016 წლის 12 სექტემბერს გახდა და მისი ვადა 2026 წელს უნდა ამოწურულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი სანადირაძე: იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან