საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა

საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი 2024 წლის 26 ოქტომბრის ს კონსტიტუციურობის შესახებ.
ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-სამსახურში განუცხადეს. ჯერჯერობით უცნობია გამწესრიგებელ სხდომის თარიღი, რომელზეც სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უნდა იმსჯელოს.
გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ს საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა