საკონსტიტუციოს მოსამართლე იმერლიშვილი ვადაზე ადრე ტოვებს სასამართლოს

იმერლიშვილი, რომელიც 2016 წლის 12 სექტემბრიდან არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 20 ოქტომბრიდან დატოვებს თანამდებობას.
ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრი ავრცელებს.
უწყების თანახმად, იმერლიშვილი პოსტს ტოვებს „საკუთარი განცხადების საფუძველზე“.
ამავე წყაროს ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას, უკვე გამოცემული აქვს შესაბამისი განკარგულება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – წერს სასამართლო.
ირინე იმერლიშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2026 წლის 12 სექტემბერს ეწურებოდა. მან 11 თვით ადრე დატოვა თანამდებობა.
„ქართული ოცნება“ უახლოეს პერიოდში გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით.
იმერლიშვილის მიერ პოსტის დატოვება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას არ შეაფერხებს. 8-წევრიანი პლენუმი შეძლებს საქმეების განხილვის გაგრძელებას.
ირინე იმერლიშვილმა 2024 წელს მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ ს იმპიჩმენტს, – რასაც „ქართული ოცნება“ ითხოვდა; მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა სასამართლოს პოზიციას, არ მიეღო წარმოებაში ს შესახებ ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დეა მამისეიშვილი: ანუ რა ხდება, ღარიბაშვილი მივიდა სუს-ში და უთხრა გამომძიებლებს, კი, ვიპარავდი მთელი ეს წლები ფულსო, თანამდებობას ბოროტად ვიყენებდიო და გამომძიებლებმა ძალიან დიდი მადლობა გულახდილობისთვის, წადი ახლა და დაგაწევთ პასუხსო

სუს – გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე