საკონსტიტუციომ ერთი დოზა LSD-ს შეძენა/შენახვისათვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ერთი ადამიანისთვის საკმარისი დოზა ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (LSD-ს) (შეძენა/შენახვისათვის) ფლობისთვის პატიმრობის მისჯა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. საქართველოს სახელით გადაწყვეტილება ოთხმა მოსამართლემ: ვასილ როინიშვილმა, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ მიიღეს.
ცხრა ადამიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს გაერთიანებული სარჩელით 2016 წლის 7 მარტს მიმართეს, გადაწყვეტილება კი 9 წლის შემდეჰ 2025 წლის 6 მარტს გამოცხადდა.
ყველა მომჩივანს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის წლების წინ პატიმრობა მიესაჯათ:
„მოსარჩელეების არგუმენტაციით, მათ მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული ნარკოტიკული საშუალებები არის მეტად მცირე ოდენობის. შესაბამისად, ამ ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა არ უნდა ექცეოდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფარგლებში“.
სასამართლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილავდა, იყო თუ არა პატიმრობის მისჯა კონსტიტუციური კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების იმ მოცულობით ფლობისთვის, რის გამოც ისინი დამნაშავეებად ცნეს. კერძოდ:
· 0,000172 გრამამდე ლიზერგიდის (LSD);
· 0,4 გრამამდე მორფინის;
· 3,48 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს;
· 0,3483 გრამამდე მეთადონის;
· 0,2640 გრამამდე ჰეროინის;
· 0,0047 გრამამდე დეზომორფინის;
· 0,0149 გრამამდე ბუპრენორფინის.
„საქმის არსებით განხილვაზე მოწვეული ექსპერტების შეფასებით, ნარკოტიკული საშუალებების მორფინის, ჰეროინის, დეზომორფინის, მეტადონის და ბუპრენორფინის წარმოდგენილი სადავო ოდენობები ნამდვილად არის ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობებზე მეტი. ექსპერტების განმარტებით, ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები განეკუთვნება ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს, ე.წ. დეპრესანტებს, რომელთაც აქვთ დამთრგუნველი ზეგავლენა ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე“, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ ერთჯერადად მოსახმარი საჭირო ნარკოდიკული საშუალების ფლობის გამო პატიმრობის მისჯა მიიჩნია არაკონსტიტუციურად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“