საკვები სოდის ბაზარზე კონკურენციის სააგენტომ დარღვევა დაადგინა – გამოწერილია ₾14 600-ზე მეტი ჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის სექტორში მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის შესაბამისად, რაც არაკეთილსინდისიერი კონკურენციას ეხება, დარღვევა დაადგინა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს 14 600 ლარზე მეტი ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. კერძოდ, როგორც სააგენტო განმარტავს, მოკვლევის ფარგლებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს „სანტრეიდის“ მიერ კონკურენტის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის მსგავსი/თითქმის იდენტური იერსახის გამოყენება საკუთარი პროდუქტის შეფუთვაზე.
“სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე მხარეს დაევალა მის მიერ განხორციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. საკუთარი პროდუქტის (საკვები სოდის) შეფუთვის იმგვარი ცვლილება, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსება კონკურენტი კომპანიის გარეგნულ იერსახესთან და მომხმარებლის მხრიდან ამ ორი კომპანიის აღრევის რისკი”,-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ