საკვების დეფიციტი ეთიოპიაში – გვალვისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამო, 50 ადამიანია დაღუპული

ჩრდილოეთ ეთიოპიაში, ტიგრისა და ამჰარის რეგიონებში, გვალვით გამოწვეული საკვების დეფიციტისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამო, 50 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტიგრაის რეგიონში, გვალვასთან ერთად, ვითარებას ართულებდა ორწლიანი სამოქალაქო ომი, რომელიც გასულ წელს დასრულდა, თუმცა, არეულობამ ამჰარის რეგიონში გადაინაცვლა. მიმდინარე წლის დასაწყისში, აშშ-მა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეთიოპიას სასურსათო დახმარება შეუწყვიტეს. მიზეზად “ფართოდ გავრცელებული და კოორდინირებული” ქურდობა დასახელდა. განმარტეს, რომ დახმარება მოქალაქეებამდე არ მიდიოდა და მას ხელისუფლება “იპარავდა”. დახმარების შეწყვეტამ ქვეყანაში სასურსათო კრიზისი გაამწვავა.
როგორც BBC წერს, ძლიერი გვალვის გამო, დაიხოცა 4000-ზე მეტი პირუტყვი.
მაშინ, როცა ჩრდილოეთ ეთიოპიაში გვალვაა, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში წყალდიდობებს ებრძვიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც

არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვფიქრობ, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს

პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა